მინდელის შახტში არსებულ მდგომარეობას ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჯგუფი 5 კვირის განმავლობაში შეისწავლის

ტყიბულში, მინდელის შახტში დღეს ქართველი და გერმანელი ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი ჩავიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, აღნიშნული ჯგუფი მინდელის შახტში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის. მათთან ერთად იმყოფებიან ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ექსპერტების თქმით, სამუშაო პროცესი ხუთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და დასკვნა მას შემდეგ იქნება ცნობილი.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, სამმხრივ კომისიაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ტყიბულის შახტში გახშირებული უბედური შემთხვევის გამო, შრომის უსაფრთხოების საკითხები საექსპერტო კომპანია „დი ემ ტი“–მ შეისწავლოს, რომელსაც სამთო მიმართულებით 140- წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.

„დღეს ჩვენ აქ წარმოდგენილი ვართ საერთაშორისო გერმანული კომპანიის ექსპერტებით. ასევე, პროცესში ჩვენი მხრიდან ჩართულია ადგილობრივი ექსპერტები, რომლებიც პარალელურ რეჟიმში შახტში არსებულ მდგომარეობას მონიტორინგსა და აუდიტს გაუწევენ. საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული, თუ რა პრევენციული ღონისძიებებია მისაღებია შახტში ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა