ზაზა ხუციშვილი - გრიგოლ ვაშაძე აპირებს რევოლუციის ლიდერობას და არა პრეზიდენტობას

გრიგოლ ვაშაძე აპირებს რევოლუციის ლიდერობას და არა პრეზიდენტობას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, ზაზა ხუციშვილმა ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში განუცხადა, სადაც არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პარტიის ხელმძღვანელობა კონსულტაციებს მართავს.

როგორც ხუციშვილმა განაცხადა, სამწუხაროდ, ვაშაძე მიტინგების გზით აპირებს საზოგადოებასთან ურთიერთობას.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დაყოფის შედეგად წარმოქმნილი პარტიები ძალიან გვიწყობენ ხელს; პრაქტიკულად, მოხდა მათი ლუსტრაცია, რომ ისინი ერთი ძალაა. ნათელი მოეფინა იმ ტყუილს, რომელსაც კადრულობს ბატონი ვაშაძე 400- ლარიან პენსიასთან დაკავშირებით. ყველას კარგად ესმის, რომ დამატებით ამხელა თანხის გამონახვა არ შეიძლება. ბატონი გოცირიძეც ამბობს, რომ ამ პირობის შესრულება 2023 წლისთვის არის შესაძლებელი, ანუ 5 წლის შემდეგ. ვაშაძე არის ადამიანი, რომელმაც იკადრა და პატრიარქის სიტყვები გააყალბა. ამ შეხვედრით, რომელიც ახლა მოხდა სააკაშვილსა და უგულავას შორის, ყველაფერი ნათელი გახდა. გარდა ამისა, „დოიჩე ველესთან“ მიცემულ ინტერვიუში ვაშაძემ განაცხადა, რომ აპირებს რევოლუციის ლიდერობას და არა პრეზიდენტობას. არა იმას, რომ იყოს ყველას გამაერთიანებელი პრეზიდენტი, რომ როგორმე იქნებ მშვიდობიანად გაგრძელდეს თანაცხოვრება, არამედ, მიტინგების გზით აპირებს სამწუხაროდ, ურთიერთობას საზოგადოებასთან. მგონი, ყველაფერი ნათელია და საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს“, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა