არჩილ თალაკვაძე - შეკითხვა: სად არის სალომე ზურაბიშვილი, „ნაციონალური მოძრაობისგან“ მოდის და არის ერთგვარი ტრიუკი

შეკითხვა: სად არის სალომე ზურაბიშვილი, „ნაციონალური მოძრაობისგან“ მოდის, მე მათ ვურჩევ, კარგად გადაამოწმონ, სად არის ზურაბიშვილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მედიის საპასუხოდ, თალაკვაძემ დღეს არ დააკონკრეტა, თუ სად იმყოფება და რა შეხვედრებს მართავს პრეზიდენტობის კანდიდატი და როგორც აღნიშნა, კითხვა მისი ადგილსამყოფელის შესახებ ერთგვარი ტრიუკია.

„ამ დღეების განმავლობაში ჩვენს ოფისებში მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრები გაიმართა. ჩვენ შევხვდით რეგიონალურ შტაბებს, შევხედეთ სურათს და ვიმსჯელეთ იმ სიგნალზე, რაც საზოგადოებამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოგვცა. ასევე დავგეგმეთ, არჩევნების მეორე ტურის კამპანია. ის ვინც ამბობს, სად არის სალომე ზურაბიშვილი, არის ერთგვარი ტრიუკი - გირჩევთ კარგად გადაამოწმოთ, სად არის სალომე ზურაბიშვილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო: შეკითხვა: სად არის სალომე ზურაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ტრიუკია - მმართველი გუნდი ოპოზიციას

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა