აკაკი ზოიძე – უნიკალური შანსი გვაქვს, რომ 2020 წლისთვის საქართველოში C ჰეპატიტი სრულად აღმოვფხვრათ

მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანიის მიუხედავად, მოქალაქეთა ჩართულობა C ჰეპატიტის გამოკვლევების პროცესში ჯერ კიდევ არასაკმარისია. ამ სიახლის შედეგად კი უფრო მეტი მოქალაქე შეძლებს ისარგებლოს უფასო სკრინინგით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებების გარდა, უფასო სკრინინგის ჩატარება უკვე მოქალაქეებს საქართველოს მასშტაბით იუსტიციის 12 სახლშიც შეეძლებათ.

„ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ 2020 წლისთვის სრულად აღმოვფხვრათ საქართველოში C ჰეპატიტი. ამაში ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერასთან ერთად კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების მობილიზაცია და ხელისუფლების ეფექტიანი ქმედება. სწორედ ასეთი ქმედების ერთ-ერთი დემონსტაციაა ის ნაბიჯი, რომ ამიერიდან მოქალაქეებს საქართველოს მასშტაბით იუსტიციის 12 სახლში შეეძლებათ უფასო სკრინინგის ჩატარება. მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანიის მიუხედავად, მოქალაქეთა ჩართულობა გამოკვლევების პროცესში ჯერ კიდევ არასაკმარისია, ამ სიახლის შედეგად კი უფრო მეტი მოქალაქე შეძლებს ისარგებლოს უფასო სკრინინგით“, – განაცხადა ზოიძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის სახლებს უამრავი მომხმარებელი ჰყავთ. ამა თუ იმ სახელმწიფო სერვისის მისაღებად, ყოველდღიურად 10 000-ობით ადამიანს უწევს იუსტიციის სახლებით სარგებლობა. შესაბამისად, ამ პროგრამის დაწყება იქნება გარდამტეხი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში.

„შევძლებთ ბევრი მოქალაქის მოტივირებას, რომ გაიკეთონ უფასო ანალიზი, იმის დასადგენად, აქვთ თუ არა ეს ვირუსი. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისა და ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ძალისხმევაა ამ პროცესში. ეს არის პასუხისმგებლიანი ზრუნვის გამოვლენა მთავრობის მხრიდან თავისი მოქალაქეებისადმი. C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში 60 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული, ნაწილმა დაამთავრა, ნაწილი -მკურნალობს; განკურნების მაჩვენებელი 98 %-ია. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ბევრმა ადამიანმა გაიკეთოს გამოკვლევა, რათა დროულად დაადგინოს აქვს თუ არა ეს ვირუსი და შესაბამისად, ჩაერთოს მკურნალობის პროცესში“, – აღნიშნა ზოიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს