ლევან კობერიძე - "ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობა 2“ ასე დიდ ოჯახად გააგრძელებენ უკუსვლას მოსახლეობის აღქმაში და მათ მხარდაჭერაში

"ნაციონალური მოძრაობა“ და იგივე „ნაციონალური მოძრაობა 2“ ასე დიდ ოჯახად გააგრძელებენ უკუსვლას საქართველოს მოსახლეობის აღქმაში და მათ მხარდაჭერაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავასა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰელსინკში შეხვედრის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობერიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ არასოდეს გაყოფილა.

"ნაციონალური მოძრაობა“ და იგივე „ნაციონალური მოძრაობა 2“ - ასე დავარქმევდი, არც გაყოფილან არასდროს რეალურად. შესაბამისად, ეს არის ერთი დიდი ოჯახი, როგორც მოიხსენიებენ ერთმანეთს და ვფიქრობ, რომ ასე დიდ ოჯახად გააგრძელებენ უკუსვლას საქართველოს მოსახლეობის აღქმაში და მათ მხარდაჭერაში. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და ასევე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგი, რომელიც მალე დადგება, ამაში ჩვენ ყველას ერთად დაგვარწმუნებს”, - განაცხადა კობერიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა