რუსთავის მერი ლიეტუვას ქალაქ პანევეჟისის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ლიეტუვას ქალაქ პანევეჟისის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. რუსთავის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას მერის მოადგილეები გოჩა ლორია, ბესიკ ტოგონიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წევრებიც დაესწრნენ.

ირაკლი ტაბაღუამ და დამეგობრებული ქალაქის დელეგაციის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ქალაქის მერმა სტუმრებს რუსთავში უკვე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებიც გააცნო.

სტუმრებმა შეხვედრაზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს რუსთავის მერიის სტრუქტურისა და სამსახურების საქმიანობის სპეციფიკის შესახებ. მოგვიანებით, პანევეჟისის თვითმმართველობის წარმომადგენლები რუსთავის #1 საბავშვო ბაღს ეწვივნენ და სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად, საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხა გადასცეს.

სტუმრები სააღმზრდელო პროცესს გაეცნენ და ბავშვების მონაწილეობით მცირე კონცერტსაც დაესწრნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა