ქართველი და გერმანელი ექსპერტები დღეს მინდელის შახტის ვიზუალურ დათვალიერებას დაიწყებენ

ტყიბულში, მინდელის შახტში ქართველი და გერმანელი ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი იმყოფება, რომლებიც კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად ადგილზე ეცნობიან შახტში არსებულ მდგომარეობას.

ექსპერტებთან ერთად არიან ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ქართველი და გერმანელი ექსპერტები დღეს მინდელის შახტის ვიზუალურ დათვალიერებას დაიწყებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ უკვე მოხდა დოკუმენტაციის და იმ გეგმების შესწავლა, რაც თეორიულად და პრაქტიკულად გაწერილი არის უსაფრთხოების მიმართულებით კომპანიის მხრიდან.

„კომპანია „დიემტიმ“ და ადგილობრივმა ექსპერტებმა, რომლებიც ჩართული არიან, როგორც ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, ასევე შრომის ინსპექციის მხრიდან, მოახდინეს დოკუმენტაციის შესწავლა. დღეს უკვე დაიწყება შახტის ვიზუალური დათვალიერება, თუ რა მდგომარეობა არის. პირველი რეპორტის წარმოდგენა გათვალისწინებულია ორი კვირის შემდგომ და ამის შემდეგ შევძლებთ მეტ დეტალებზე საუბარს“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა