გიორგი კახიანი ეკა ბესელიას შესახებ - ვიცე-სპიკერის თანამდებობა მაღალი პოლიტიკური თანამდებობაა და ასეთი ცვლილება რომც განხორციელდეს, მხოლოდ დაწინაურებას ნიშნავს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ გუნდში საუბარი არ ყოფილა.

როგორც კახიანმა განაცხადა, მან არ იცის თუ რას ეფუძნება ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა.

"ვერ გეტყვით რას ეფუძნება ეს ინფორმაცია. ის მშვენივრად ახორციელებს იმ მოვალეობას, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს აკისრია. რაიმე მსჯელობა ცვლილებებზე გუნდში არ ყოფილა. არავითარი კრიტიკა ეკა ბესელიასთან დაკავშირებით არ ყოფილა, პირიქით, იურიდიული კომიტეტი წარმატებულად ფუნქციონირებს. ვიცე-სპიკერის ერთ-ერთი პოსტი ვაკანტურია ნამდვილად. მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ ვიცე-სპიკერის თანამდებობა მაღალი პოლიტიკური თანამდებობაა და ასეთი ცვლილება რომც განხორციელდეს, ეს მხოლოს დაწინაურებას ნიშნავს. თუმცა, გუნდში ასეთი მსჯელობები არ ყოფილა", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით,“ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ, შესაძლოა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს და კომიტეტის თავმჯდომარის სავარძლიდან პარლამენტის სპიკერატში გადაინაცვლოს. როგორც “ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის სანაცვლოდ, ბესელიამ პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე არჩევის შეთავაზება მიიღო (უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერის ერთი ადგილი პარლამენტში ვაკანტურია), რათა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მისი თანამდებობრივი დაქვეითების სახე არ მიეცეს.

იხილეთ ვიდეო: გიორგი კახიანი ეკა ბესელიას შესახებ - ასეთი ცვლილება რომც განხორციელდეს, მხოლოდ დაწინაურებას ნიშნავს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა