ხაშურში გენდერული თანასწორობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და იძულებით გადაადგილებული პირები არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო გაეროს რეზოლუცია 1325-ის იმპლემენტაციის საკითხების განხილვა ადგილობრივ დონეზე. შეხვედრა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა გახსნა. „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკაიამ შეხვედრის მონაწილეებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაგეგმილი პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოალიცია იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ -სა და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმთან“ კოოპერირებით და გაეროს ქალთა ფონდის მხარდაჭერით ახორცილებს პროექტს „რეგიონული და ადგილობრივი ადმინისტრაციების შესაძლებლობების გაძლიერება გაეროს რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) ლოკალიზაციის პროცესში და ამ პროცესებში დიალოგის აქტივიზაცია და ქალთა მონაწილეობის გაძლიერება“.

„პროექტის ბენეფიციარებად საქართველოს მხოლოდ 10 მუნიციპალიტეტი შეირჩა მათ შორის არის ხაშურის მუნიციპალიტეტიც.

პროექტის შედეგად მოხდება კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების რეალური საჭიროებების ჩართვა მუნიციპალურ გეგმებში, ერთობლივი მუშაობა ამ გეგმების რეალიზაციაზე. პროექტი გააგრძელებს იმ სამუშაოს, რომელიც უკვე დაწყებულია ხაშურის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის არსებული ინსტიტუციური მექანიზმის დახვეწის, გენდერული თანასწორობის საბჭოს გაძლიერებისა და სამოქალაქო საზოგადოების და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული/დევნილი ქალებისა და ახალგაზრდების ჩართვის მიმართულებით.

ასევე, პროექტის შედეგად უნდა გაიზარდოს სამოქალაქო ჩართულობა სამოქმედო გეგმების განხორციელებაში და საზოგადოებრივი მონიტორინგი; დამტკიცებული გეგმების მიერ გათვალისწინებულმა ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული/დევნილი ქალებისა და ახალგაზრდების ადამიანური უსაფრთხოების გაზრდასა და მათი უფლებების რეალიზებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა