დღეს პროფესორ ირაკლი კოვზანაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

9 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ირაკლი კოვზანაძის წიგნის - Global Economy: Post-Crisis to Sustainable Development („გლობალური ეკონომიკა: პოსტ კრიზისიდან მდგრად განვითარებამდე”) პრეზენტაცია - გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, წიგნი აშშ-ში გამოიცა და მასში გაანალიზებულია გლობალური ეკონომიკური და ფინანსური კრიზისების გამომწვევი მაკროეკონომიკური, ინსტიტუციონალური და სტრუქტურული ფაქტორები. ამავე დროს, სხვადასხვა ქვეყნების მაგალითებსა და სტატისტიკურ მასალაზე დაყრდნობით, წარმოდგენილია მათი დაძლევის გზები და მოდელები.

წიგნის პრეზენტაციას აკადემიური და ბიზნესწრეების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების, პარლამენტისა და მთავრობის წევრები დაესწრებიან.

ღონისძიება დღეს სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ 17:00 საათზე გაიმართება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი