ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს სამხედრო ფორმაში პოლიტიკური აქტივობა, შესაძლოა, შეეზღუდოთ

ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, სამხედრო ფორმაში პოლიტიკური განცხადების გაკეთება და აქტივობა, შესაძლოა, შეეზღუდოთ, - აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტზე ისაუბრეს.

საკითხზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც გუშინ საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილმა წარმომადგენლებმა განცხადება გააკეთეს, რასაც დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი სახიფათოდ მიიჩნევს.

თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, აღნიშნულ ინიციატივაზე მუშაობას არჩევნების შემდგომ დაიწყებს.

„ამ საკითხზე არა მხოლოდ მოწოდებები უნდა გავაკეთოთ, არამედ ინიციატივები უნდა შევიმუშაოთ. ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურე, მას შემდეგ, რაც ის დაასრულებს სამხედრო სამსახურს, სარგებლობს ყველა იმ უფლებებით და თავისუფლებებით, რითიც ნებისმიერი ადამიანი, თუმცა რიგ ქვეყნებში შეზღუდულია ამ უფლებით სარგებლობა, თუ ის იყენებს სამხედრო ფორმას. ასეთი პრაქტიკა არის დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში და ა.შ. მე გთავაზობთ, რომ არჩევნების შემდგომ ეს ინიციატივა მოვამზადოთ. სამხედრო ფორმაში პოლიტიკური განცხადებების გაკეთება შეიძლება აღქმული იყოს როგორც განცხადება სამხედრო პირის მხრიდან. ამ ვითარებაში ეს დასაგმობია, მსგავსი რამ დასაგმობია. გაიხადოს ნებისმიერმა მათგანმა ჯარისკაცის ფორმა, ჩაიცვას სამოქალაქო ფორმა და შეუძლია გააკეთოს ნებისმიერი სახის განცხადება", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დეპუტატმა კობა კობალაძემ ინიციატივის მომზადებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ გენერალმა დევი ჭანკოტაძემ, რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად გუშინ განცხადება გაავრცელა. დევი ჭანკოტაძის თქმით, არ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, ვინც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს