საქართველოში ნორვეგიის საელჩო გაიხსნება

ნორვეგიამ საქართველოში საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ნათქვამია ნორვეგიის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველო ევრაზიის რეგიონში ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული პარტნიორია. წლების განმავლობაში საქართველო ახორციელებს რეფორმებს, რამაც ის დააახლოვა ევროპული და ევროატლანტიკური თანამშრომლობის სტრუქტურებთან. ნორვეგიის ინტერესებისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ჩვენი კავშირების შეფასების საფუძველზე ნორვეგიამ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოში საელჩოს გახსნაზე“, - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამავდროულად, ბაქოში ნორვეგიის საელჩო დაიხურება. საქართველოში ნორვეგიის საელჩო 2019 წელს გაიხსნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა