გიორგი ვაშაძე - პატრულ-ინსპექტორებს სთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ წააგო მათ სამოქმედო არეალში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა

პატრულ ინსპექტორებს სთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ წააგო მათ სამოქმედო არეალში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1” გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ზეწოლა ასევე მიმდინარეობს საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებზე. ვაშაძის მტკიცებით, სასჯელაღსრულების სამინისტროში ე.წ. მაყურებლები პატიმრებს სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებენ. გიორგი ვაშაძის განცხადბით, ამ გზით ხელისუფლება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას ცდილობს.

„პირდაპირი დაშინებები მიმდინარეობს საჯარო მოხელეების. პირდაპირი მოთხოვნა აქვთ სიების. პატრულ-ინსპექტორებს სთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ წააგო მათ სამოქმედო არეალში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა. ინტენსიური გახდა კრიმინალურ ავტორიტეტებთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით ციხეებზე, რომლის გადამოწმებაც შესაძლებელია იუსტიციის სახლში, რომელმაც ინტენსიურად დაიწყო პირადობის მოწმობების გაცემა. ე.წ. მაყურებლების მეშვეობით მიმდინარეობს პატიმრების დაშინება, რომ მათ ხმა მისცენ სალომე ზურაბიშვილს“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა