ემანუელ მაკრონზე თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილებმა ბრალი აღიარეს

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილმა პირებმა ბრალი აღიარეს.

როგორც ტელეარხი France 2 პოლიციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილებმა დაკითხვის დროს აღიარეს, რომ პირველი მსოფლიო ომის დასრულების მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დროს საფრანგეთის პრეზიდენტზე დანით თავდასხმა სურდათ.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს საფრანგეთში შიდა უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ემანუელ მაკრონზე თავდასხმის მომზადებისთვის ექვსი პირი დააკავეს.

France 2-ის წყაროს ინფორმაციიით, ორი ეჭვმიტანილი პოლიციამ გაათავისუფლა, ოთხმა კი წარდგენილი ბრალი აღიარა. დაკითხვისას მათ განაცხადეს, რომ თავდასხმის იდეა 62 წლის ჟან-პიერ ბ.-ს ეკუთვნის. დანის გამოყენებით თავდასხმა 7 ნოემბერს იგეგმებოდა. ჟან-პიერ ბ.-ს ავტომობილის ჩხრეკისას პოლიციამ აღმოაჩინა კერამიკული დანა, რომლითაც, ეჭვმიტანილების თქმით, თავდასხმის განხორციელება იგეგმებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა