ლევან დავითაშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ლევან დავითაშვილმა ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მათი ინფორმაციით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წლების მანძილზე გაწეულ დახმარებაზე, რომელსაც ევროკავშირი სხვადასხვა მიმართულების საბიუჯეტო პროგრამისა და ინსტრუმენტის საშუალებით ახორციელებს.

შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა დარგში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებს და ელჩს ორი უწყების - გარემოსა და სოფლის მეურნეობის გაერთიანების შედეგად მიღწეული შედეგები გააცნო.

შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის და სოფლად შინამეურნეობების განვითარების, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ფერმერებისთვის მომსახურების გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრეს და ამ კუთხით „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში" (ENPARD) მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები დადებითად შეაფასეს.

ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში" არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება, რომელსაც საქართველო ევროკავშირისგან სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარებისთვის იღებს.

მინისტრმა ევროკავშირის წარმომადგენლობას წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა