რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერებმა რამდენიმე  კარვის გაშლა მოახერხეს

რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას“ აქციის მონაწილეებმა რამდენიმე კარვის გაშლა მოახერხეს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლით შეეცდებიან შვილმკვდარი მამების მიმართ სოლიდარობა გამოხატონ და კონსტიტუციური უფლება დაიცვან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, რომელიც პარლამენტის წინ იმყოფება, აცხადებს, რომ არ არსებობს კანონის ნორმა, რომელიც კარვების გაშლას აკრძალავს.

ადგილზე ასევე იმყოფებიან პოლიტიკოსები, მათ შორის, „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია.

აქცია "კარვებით ვიცავთ თავისუფლებას" არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით იმართება.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა