ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ზაზა სარალიძის და მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს.

ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება ასევე ზაზა სარალიძის დედაც, რომლის მდგომარეობაც ამ ეტაპზე სტაბილურია და როგორც კლინიკაში აცხადებენ, 1-2 საათში ორივე პაციენტს გაწერენ.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე კარვების დადგმის მცდელობას პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოყვა. დაპირისპირებისას ზაზა სარალიძის დედა ცუდად გახდა და ის საავადმყოფოსი გადაიყვანეს. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ექიმების დახმარება ზაზა სარალიძესაც დასჭირდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა