ზაზა სარალიძე პარლამენტის შენობის წინ აქციაზე მივიდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა. ზაზა სარალიძემ ინგოროყვას კლინიკა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

„კონკრეტულად ის პიროვნება, რომელმაც დედაჩემს გადაუარა, დადგა და იცინოდა, ამას ვაპატიებ ამათ? პატრულს არ ვეხები, ყველა პოლიციელზე არ ვამბობ არაფერს, ვიდეოშიც კარგად ჩანს როგორ მეჭიდავებოდა კონკრეტული პიროვნება, რომელმაც გადაუარა დედაჩემს და ამას ვაპატიებ ამათ? შანსი არ არის“, - განაცხადა სარალიძემ.

პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე კარვების დადგმის გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

იხილეთ ვიდეო: "ჩვენ ის ნაძვის ხე ხელს არაფერში არ გვიშლის" - ზაზა სარალიძე

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს