დავით უსუფაშვილი - სარალიძის ადგილზე ნაძვის ხის დადგმის გადაწყვეტილება,  7 ნოემბრის დილით „რუსთაველის დასუფთავების“ გადაწყვეტილებას უტოლდება

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ზვიად ძიძგურს საჯაროდ მიმართავს. უსუფაშვილი ძიძიგურს მოუწოდებს, „ხელისუფლების ახალბედა წევრებს განუმარტოს, რომ ზაზა სარალიძის ადგილზე ნაძვის ხის დადგმის გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფალთა მიერ ათწლეულების განმავლობაში მიღებული ერთ-ერთი ყველაზე უგუნური გადაწყვეტილებაა“.

„ზვიად, „ოცნების“ ხელისუფლებაში ბევრი ახალბედა და პოლიტიკურ ბატალიებში გამოუცდელი კადრია. შენ, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის ყველაჭირნახულმა, იქნებ განუმარტო ახალბედებს და გამოუცდელებს, რომ, მაგალითად: 1. 1991 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფ „მრგავალ მაგიდასაც“ კი ჰქონდა გაშლილი კარვები რუსთაველზე, პარლამენტის წინ. 2. 2007 წლის 7 ნოემბრის დილას პარლამენტის წინ სწორედ კარვების გაშლა გვქონდა დაგეგმილი, სწორედ ამიტომ დაარბია მიტინგი სააკაშვილმა და სწორედ ამიტომ მოუწია მას პრეზიდენტობიდან გადადგომა. 3. 2008 წლის დასაწყისში შენ და ბევრი სხვა სწორედ ამ ადგილზე გაშლილ კარვებში შიმშილობდით მრავალი დღის განმავლობაში, სანამ პარტიარქმა არ გთხოვათ შიმშილობის შეწყვეტა. 4. 2009 წლის გაზაფხულზე ორი თვის განმავლობაში შენ, მე, სალომე ზურაბიშვილს, გრეჩიხას, გოგა ხაინდრავას, ეკა ბესელიას, ლაშა ნაცვლიშვილის და კიდევ ძალიან ბევრს არათუ კარავი და არათუ რუსთაველზე, არამედ 2 თვის განმავლობაში საკნების ქალაქი გვქონდა გაშენებული და ტრანსპორტის მოძრაობა გვქონდა პარალიზებულ მთელს ცენტრალურ თბილისში. ზვიად, იქნებ განუმარტო ქართული პოლიტიკის ახალბედებს, რომ ზაზა სარალიძის ადგილზე ნაძვის ხის დადგმის გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფალთა მიერ ათწლეულების განმავლობაში მიღებული ერთ-ერთი ყველაზე უგუნური გადაწყვეტილებაა, რომელიც თავისი პოლიტიკური დატვირთვით 2007 წლის 7 ნოემბრის დილით „რუსთაველის დასუფთავების“ გადაწყვეტილებას უტოლდება. თუ არადა, მე განმიმარტე, რომ დღემდე მთელი ცხოვრება ცდებოდი და ახლა დაადექი ჭეშმარიტების გზას”, - წერს დავით უსუფაშვილი ფეისბუქის გვერდზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა