გრიგოლ  ვაშაძე - ჩემი შვილი საქართველოს მოქალაქეა, 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოში ჩამოფრინდა და ჩემს გვერდით იყო მთელი ომის განმავლობაში

ჩემი შვილი საქართველოს მოქალაქეა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აგვისტოს ომის დროს მისი შვილი საქართველოში დაბრუნდა და ომის პერიოდში მამის გვერდით იმყოფებოდა. "ჩემი შვილი არის საქართველოს მოქალაქე და 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოში ჩამოფრინდა და ჩემს გვერდით იყო მთელი ომის განმავლობაში",- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძის შვილი საქართველოს მოქალაქე არ არის.

იხილეთ ვიდეო: "ჩემი შვილი საქართველოს მოქალაქეა, 2008 წლის აგვისტოს ჩემს გვერდით იყო მთელი ომის განმავლობაში" - გრიგოლ ვაშაძე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა