აღმოსავლეთ საქართველოში დღეს ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

აღმოსავლეთ საქართველოში დღეს შესაძლოა ამინდი გაუარესდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 12 ნოემბერს, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისში იწვიმებს.

12 ნოემბერს დღის ბოლოს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსვლეთის მიმართულების ძლიერი ქარი დაუბერავს, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 20–25 მეტრი იქნება.

12 ნოემბერს – 9–14 გრადუსი იქნება. თბილისში, 12 ნოემბერს – 12–13 გრადუსი იქნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა