Al Jazeera - ჟურნალისტმა ხაშოგმა სიკვდილის წინ წარმოთქვა ფრაზა: „ვიხუთები. მომხსენით ეს ტომარა თავიდან, კლაუსტროფობია მაქვს“

საუდელმა ჟურნალისტმა ჯამალ ხაშოგიმ, რომელიც სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს, სიკვდილის წინ წარმოთქვა ფრაზა: „ვიხუთები“. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Al Jazeera თურქული გამოცემა Daily Sabah-ის ჟურნალისტზე ნაზიფ ქარამანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვიხუთები. მომხსენით ეს ტომარა თავიდან, კლაუსტროფობია მაქვს“, - იყო ჯამალ ხაშოგის სიტყვები, რომელიც აუდიოჩანაწერში ისმის.

ნაზიფ ქარამანის თქმით, აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ საუდელ ჟურნალისტს შვიდი წუთის განმავლობაში კლავდნენ. მისივე თქმით, გამოცემა Daily Sabah უახლოეს დროში გამოაქვეყნებს ჯამალ ხაშოგის სიცოცხლის ბოლო წუთების აუდიოჩანაწერს.

შეგახსენებთ, რომ საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით იყო ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ის სტამბოლში, საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, მას შემდეგ რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს.

19 ოქტომბერს საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურორმა საუდ ალ-მუაჯიბმა განაცხადა, რომ ხაშოგი საუდის არაბეთის საკონსულოში მომხდარი ჩხუბის შედეგად გარდაიცვალა. ამ საქმეზე უკვე დაკავებულია საუდის არაბეთის 18 მოქალაქე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა