დავით ზალკალიანი ფინეთში ქართულ დიასპორას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფინეთში ვიზიტის ფარგლებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა მათ ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, როგორც ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების, ასევე საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების შესახებ. მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაზე და ქვეყნის განვითარების მთავარ პრიორიტეტებზე.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის დიასპორის საკითხებზე მუშაობის პრიორიტეტულობას და აღნიშნა ის მრავალი ინიციატივა თუ პროექტი, რომლის განხორციელებაც სამინისტროს დაგეგმილი აქვს საზღვარგარეთ ქართული დიასპორის გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფინეთში საქართველოს მცირერიცხოვანი დიასპორა ჰყავს, თუმცა ისინი დიდ როლს თამაშობენ ფინეთის საზოგადოებაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების, ქვეყნის პოპულარიზაციის და ორმხრივი კულტურული ურთიერთობების გაუმჯობესებაში.

„განსაკუთრებით აღინიშნა ტურიზმის მიმართულებით არსებული დიდი პოტენციალი, მინისტრმა მადლობა გადაუხადა დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ფინელი ტურისტებისა და ვიზიტორების საქართველოში მოზიდვით. ასევე ხორციელდება მრავალი პროექტი ორი ხალხისა და ქვეყნის კულტურული დაახლოებისთვის.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული საკვირაო სკოლების დიდ მნიშვნელობას, დიასპორის წარმომადგენლებში ქართული ენისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, ამ მხრივ დიასპორის წარმომადგენლები მიესალმნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საკვირაო სკოლების სახელმძღვანელოს შექმნის შესახებ, რომლის პრეზენტაციაც ახლო მომავალში გაიმართება.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს, დიასპორის წარმომადგენლები დაინტერესედნენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობით და მოისმინეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა თავშესაფრის მაძიებელთა ბოროტად გამოყენების შემთხვევების პრევენციისთვის.

დიასპორის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობით, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივით და ასევე საქართველოს სამთავრობო პროგრამის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ დეტალებით. დავით ზალკალიანი ფინეთს მიმდინარე წლის 11-12 ნოემბერს ეწვია სკანდინავიური ქვეყნების ტურნეს ფარგლებში“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა