დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვაში  ჩამორჩენაა, რადგან დაავადების დაწყებით სტადიაზე პაციენტებმა მის შესახებ არ იციან

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვაში ჩამორჩენაა, რადგან დაავადების დაწყებით სტადიაზე მქონე პაციენტებმა მის შესახებ არ იციან, თუმცა ამ მიმართულებით სამინისტრო მუშაობს, რათა სკრინინგის პროგრამაში უფრო მეტი პირი ჩაერთოს. ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვაში ჩამორჩენის შესახებ ოპონენტების კრიტიკას ეხებოდა.

დავით სერგეენკოს თქმით, უწყება ელოდება, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დამატებით 75 000 ადამიანი ჩაერთვება.

„ოპონირება უნდა განვასხვავოთ სანგრებში ჩასაფრებული სხვისი მარცხის მოყვარული ხალხის პოზიციისაგან. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის მიხედვითაც ველოდებით, რომ 150 000 ადამიანს სჭირდება მკურნალობა. პროგრამის დიზაინი ასეთია, რომ 150 000-დან მინიმუმ 90%-მა პროცენტმა უნდა ჩაიტაროს სკრინინგი, გაიგოს, აქვს თუ არა დაავადება. მათგან, ვინც სკრინინგს ჩაიტარებს, მინიმუმ 90%-მა უნდა იმკურნალოს და მათგან, ვინც იმკურნალებს, მინიმუმ 95%-მა უნდა მოირჩინოს ეს დაავადება. ჩვენ ამ პუნქტში წინსწრება გვაქვს, რადგან განკურნება 98%-ია. სკრინინგშიც საკმაოდ კარგი ტემპით მივდივართ, მაგრამ მკურნალობაში ჩართვაში არის ჩამორჩენა. ამ ჩამორჩენის მიზეზი არის ის, რომ თუ პირველ ეტაპზე პაციენტებმა იცოდნენ, რომ ავადმყოფობა ჰქონდათ და თვითონ მოითხოვდნენ პროგრამაში ჩართვას, (რადგან უკვე შორს წასული სტადიები ჰქონდათ, ჩვენ უკვე ვუმკურნალეთ, 50 000 ადამიანს), ახლა ჩვენ ველოდებით, რომ პროგრამაში 75 000 ადამიანი კიდევ უნდა ჩაერთოს. მათმა 99%-მა არ იცის, რომ ავადაა, იმიტომ რომ არ აწუხებს, ამ დაავადების საწყისი სტადიაა, ამიტომ ჩვენ ვართ პროაქტიურები. იუსტიციის სახლში კუთხე გავხსენით, მობილური ლაბორატორიები გვაქვს, კარდაკარ დავდივართ და ვუკაკუნებთ, ოღონდ მოვიდნენ და ჩაერთონ. ეს არის პროექტი, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არის”,- აღნიშნა სერგეენკომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო