გაერთიანებული ოპოზიციის წევრის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის სახლში სუს-ის უფროსი შეხვედრას მართავს

აჭარის მთავრობის სახლში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წევრი ელგუჯა ბაგრატიონი ცდილობს შესვლას.

მისი ინფორმაციით, შენობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური იმყოფება და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მართავს, რომელსაც, მისი თქმით, სავარაუდოდ, არჩილ ხაბაძე და ზურაბ პატარაძეც ესწრებიან.

„მე ვარ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და არ მეძლევა უფლება, რომ მთავრობის სახლში შევიდე. შენობაში იმყოფება სუს-ის უფროსი და მართავს შეხვედრას რეგიონის პირველ პირებთან, რათა საარჩევნო პროცესებში დაშინებით, შანტაჟით და მუქარით მოხდეს ხმის მიცემა. კონკრეტული დავალებების მისაცემად სპეციალურად ჩამოვიდა აჭარის რეგიონში. ვითხოვ შენობაში შესვლას“, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

აჭარის მთავრობის სახლთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები. რაც შეეხება ელგუჯა ბაგრატიონს, მას დაცვის თანამშრომლები შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა