საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების  შესახებ გამოცემული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართება

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, 13 ნოემბერს, „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“, „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ და „რეფორმატიქსის“ მიერ გამოცემული წიგნის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავება“ პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, აღნიშნული სახელმძღვანელო წარმოადგენს ტრილოგიის ნაწილს, რომელიც ეძღვნება ევროკავშირსა და საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ასოცირების ხელშეკრულებებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების (DCFTA) ახსნა-განმარტებას.

„გამოცემა 4 ნაწილისგან შედგება, რომელთა შინაარსიც შემდეგნაირია: პოლიტიკის პრინციპები, სამართლის უზენაესობა და საგარეო პოლიტიკა; ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთახმება; ეკონომიკური თანამშრომლობა; სამართლებრივი და ინსტიტუციონალური დებულებები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, წიგნის პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართება სადისკუსიო ნაწილი, სადაც სახელმწიფო და კერძო სექტორების წარმომადგენლები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ ვალდებულებებზე, გამოწვევებსა და პროგრესზე იმსჯელებენ. აღნიშნული დისკუსიის მოდერატორი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი იქნება. ასევე, დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გენადი არველაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი- ლაშა ინაური, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის უფროსი - არჩილ ყარაულაშვილი, „რეფორმატიქსის“ აღმასრულებელი დირექტორი და პარტნიორი - თამარ კოვზირიძე, „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ უფროსი მეცნიერი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელი - სთივენ ბლოკმანსი.

ამასთან, მოხსენებების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება და დისკუსიაში ჩართვის საშუალება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და საერთასორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე ბიზნეს-სექტორსა და დარგის ექსპერტებს ექნებათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა