ბავშვთა  ნევროლოგიაში მესამე კავკასიური კურსი გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ბავშვთა ნევროლოგიის და ქცევითი დარღვევების ასოციაციისა და ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების ორგანიზებით, ბავშვთა ნევროლოგიაში მე-3 კავკასიური კურსი გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, საერთაშორისო სასწავლო კურსის ძირითადი თემა იყო ეპილეფსია.

მათი ინფორმაციით, კონფერენცია ოფიციალურად გახსნა და სტუმრებს მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ევროპის წამყვანი ბავშვთა ნევროლოგები საფრანგეთიდან, ბრიტანეთიდან, ბელგიიდან და რუმინეთიდან. კონფერენციას ესწრებოდა 70 მსმენელი როგორც საქართველოდან, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან.

„კონფერენციიის საორგანიზაციო კომიტეტი შედგებოდა: ნანა გელაძე - პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სოფიო ბახტაძე - ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული დეპარტამენტი, ბიანა სუხუდიანი - ასისტენტ პროფესორი, ერევანის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ერევანი, სომხეთი.

ლექციებს წაიკითხეს: მონიკა ეიზერმანმა - პროფესორი, პარიზის რენე დეკარტეს უნივერსიტეტი, საფრანგეთი, ლიევენ ლაღემ- პროფესორი, ლუვენის უნივერსიტეტი, ლუვენი, ბელგია, ფინბარ ო’კალაგანიმ - პროფესორი, ლონდონის გაერთიანებული კოლეჯი (UCL), ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, დანა კრაიუმ - პროფესორი, ბუქარესტის „კაროლ დივილას“ უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, ბუქარესტი, რუმინეთი, სოფიო ბახტაძემ - ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო, თინათინ ტყემალაძემ - ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედეიცინო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო, სოფიო კასრაძემ - კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია