„მაკდონალდსის“ ტრადიციული საქველმოქმედო აქცია Mc Happy Day დაიწყო!

მაკდონალდსის ყოველწლიური საქველმოქმედო აქცია McHappy Day დაიწყო. აქციის ფარგლებში „მაკდონალდსი“ ქუთაისის დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო“-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარებს დაეხმარება. უკვე ტრადიციად ქცეული კამპანიის მიზანია სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვების დახმარება. მაკდონალდსი მუდმივად ცდილობს ბავშვებისთვის გააუმჯობესოს გარემო და ხელი შეუწყოს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.

აქციიდან შემოსულ თანხას „მაკდონალდსი“ არასამთავრობო ორგანიზაციას - განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს (EDEC) გადასცემს, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ადაპტირებული მინივენის შეძენას. მინივენი მოხმარდება ბენეფიციარების ქუთაისის მიმდებარე სოფლებიდან, თერჯოლისა და სამტრედიის დღის ცენტრებიდან ქუთაისის დღის ცენტრში ტრანსპორტირებას, სადაც მათთვის აუცილებელ თერაპიას გადიან. „დღის ცენტრი“-ს სერვისი ითვალისწინებს ბავშვების სხვადასხვა საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას, მათი ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობას, საზოგადოებაში ინტეგრაციას, მიტოვების პრევენციისა და ოჯახის მხარდაჭერის მიზნით.

„მაკდონალდსის“ საქველმოქმედო აქცია განსაკუთრებულ ფორმატს კვლავ ინარჩუნებს: მასში თანამონაწილეობის საშუალება ტრადიციულად მომხმარებლებსაც ეძლევათ. Mc Happy Day-ს მხარდასაჭერად „მაკდონალდსმა“ კამპანიის სიმბოლიკით სპეციალურად 4 სხვადასხვა ტიპის აქსესუარი დაამზადა: სტიკერი, გასაღების საკიდი, ჩანთა და მისალოცი ბარათი, რომელიც სპეციალურად აქციისთვის დაამზადა საწარმო „ფარშევანგმა“. ნებისმიერი მათგანის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი ავტომატურად ქველმოქმედების თანამონაწილე ხდება.

2017 წელს Mc Happy Days-ის ფარგლებში „მაკდონალდსი“ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის” დაეხმარა და მთლიანად უზრუნველყო, ქუთაისის დღის ცენტრში სენსორული ოთახის მოწყობა. 2016 წელს რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოსთვის ექოსკოპიის აპარატი შეიძინა, ხოლო 2015-ში სოციალურ საწარმო „ქედელთან“ თანამშრომლობის შედეგად, კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს მიკროავტობუსი უყიდა, რომელიც ბენეფიციარ ბავშვებს ემსახურება. Mc Happy Days-ის ღონისძიებები ასევე ითვლის დიმიტრი ცინცაძის ფონდის, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების და სხვა ორგანიზაციების დასახმარებლად გამართულ არაერთ საქველმოქმედო აქტივობას.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა