კახა კალაძე - მერია ელექტრომობილებისთვის უფასო საპარკინგე ადგილებს მოაწყობს და მათ მფლობელებს ავტომობილების დამტენებს უფასოდ დაუმონტაჟებს

დედაქალაქის მერია მთელი ქალაქის მასშტაბით უფასო საპარკინგე ადგილებს მოაწყობს ელექტრომობილებისთვის და მათ მფლობელებს ავტომობილების დამტენებს უფასოდ დაუმონტაჟებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც კახა კალაძე აცხადებს, ბანკები მზად არიან თავიანთი ავტოპარკი ჰიბრიდული და ელექტროავტომობილებით ჩაანაცვლონ, თანამშრომლები კი აღნიშნული ავტომობილების შეძენისას წაახალისონ.

„რამდენიმე ხნის წინ გვქონდა პრეზენტაცია პრემიერ-მინისტრთან ერთად „მწვანე პოლიტიკასთან“ დაკავშირებით. თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს ქვეყანაში და განსაკუთრებით დედაქალაქში, რომ შევცვალოთ ეკოლოგიური მდგომარეობა. დედაქალაქის მერია მთელი რიგი პროექტების განხორციელებას აპირებს, ეს იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, მწვანე სივრცეების რეაბილიტაცია, მოვლა-პატრონობა, ახლის მშენებლობა. საუბარი ასევე შეეხო სამშენებლო სექტორში შესაბამის რეგულაციებს, რომლის მტვერიც პრობლემაა. ეს ერთობლიობაში მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გამოვასწოროთ ეკოლოგიური მდგომარეობა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ბანკების მხრიდან არის მაქსიმალური მხარდაჭერა, თანადგომა. მათგან მოვისმინეთ, რომ ისინი მიესალმებიან ჩვენს პოლიტიკას და მთელ რიგ გადაწყვეტილებებში გვიერთდებიან. მოვისმინეთ, რომ აპირებენ ავტოპარკის ჩანაცვლებას ელექტრომობილებითა და ჰიბრიდული ავტრომობილებით, გარდა ამისა, წაახალისებენ თავიანთ თანამშრომლებს, რომ შეიძინონ ელექტროავტომობილები. ჩვენი მხრიდან, დედაქალაქის მერია მთელი ქალაქის მასშტაბით უფასო საპარკინგე ადგილებს მოაწყობს. ასევე, ელექტრომობილების მფლობელებს ჩვენ დავუყენებთ დამტენებს უფასოდ. ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, რომ ეტაპობრივად შევძლოთ ელექტრომობილებზე გადასვლა და გამოვასწოროთ ეკოლოგიური მდგომარეობა“, - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერი მოადგილეებთან ერთად ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მწვანე და ეკოლოგიური ქალაქის განვითარებაზე ისაუბრეს.

იხილეთ ვიდეო: თბილისის მერიის ინიციატივა, რომელიც ელექტრომობილის მფლობელებს გაახარებთ

რასიმ მუსაბეკოვი  -  ის, რასაც პოსტსაბჭოთა სივრცეში სეპარატისტული „ბარდაკი“ ჰქვია, უნდა დასრულდეს
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯანულ-სომხურ დაპირისპირებაში  თურქეთი ჩაერევა, ასეთ შემთხვევაში ამ პროცესში რუსეთიც ჩაერთვება
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2020
გიორგი მელიქიძე - საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის შედეგი გამოიხატება მონაწილეებისათვის ადეკვატური პენსიით
შეუდარებელი QLED 8K ტელევიზორი სამსუნგისგან
Jeep-ის ცენტრში დიდი ფასდაკლების აქცია დაიწყო