ქართველი სამხედროების ნაწილი  -არ დავუშვებთ, რომ ქართული ჯარი ვინმემ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს

ქართველი სამხედროები, ვეტერანები, ოფიცრები, რიგითი ჯარისკაცები, არ დავუშვებთ, რომ ქართული ჯარი ვინმემ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, - ამის შესახებ ვეტერანების სახელმწიფო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე თადარიგის გენერლებმა განაცხადეს.

გენერლების პოზიცია მედიას ბრიგადის გენერალმა, გიორგი სურმავამ გააცნო. მისი თქმით, ბოლო პერიოდში რიგი პოლიტიკური ძალების მხრიდან მიზანმიმართულად მიმდინარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიზებისა და მიმდინარე პროცესებში ჩართვის მცდელობა.

„ბოლო დღეების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებისთვის შეურაცხმყოფელი რეალობის წინაშე დავდექით. რიგი პოლიტიკური ძალების მხრიდან, მიზანმიმართულად მიმდინარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიზებისა და მიმდინარე პროცესებში ჩართვის მცდელობა. ჩვენ, ქართველი სამხედროები, ვეტერანები, ოფიცრები, რიგითი ჯარისკაცები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში აფხაზეთში, სამაჩაბლოში, 2008 წლის აგვისტოს ომში, ქვეყანას საკუთარი სიცოცხლის ფასად ვიცავდით, არ დავუშვებთ, რომ ქართული ჯარი ვინმემ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.

ჩვენო თანამებრძოლებო! ნურავის მისცემთ თქვენი სამხედრო მუნდირის, დაღუპული გმირების ხსოვნის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების საშუალებას. ნურავის მისცემთ შეიარაღებულ ძალებში დაპირისპირების გაღვივების უფლებას. ქართული ჯარი ყოველთვის ემსახურებოდა სამშობლოსა და საკუთარი ხალხის ინტერესებს. ქართული შეიარაღებული ძალები, არა რომელიმე პოლიტიკური ძალის სამსახურში, არამედ ქვეყნის სადარაჯოზე დგას და ყოველთვის ასე დარჩება“, - განაცხადა გიორგი სურმავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა