სერგო რატიანი - დესტაბილიზაციის საფრთხე ხელისუფლებისგან მოდის

ევროკავშირის წარმომადგენლის შეფასებას საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი სერგო რატიანი აფასებს. როგორც სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან განმარტა, დესტაბილიზაციის საფრთხე ხელისუფლებიდან მოდის, რომელმაც დაამკვიდრა ძალადობა.

„ამის საფუძველი არის „ქართული ოცნება“, რომელმაც ბოლო 6 წლის განმავლობაში დაამკვიდრა ძალადობა, სიძულვილის ენა და ძალადობრივი ქმედებები, როგორიც იყო ახალქალაქში. ქართული საზოგადოება, ოპოზიცია და ასევე არასამთავრობოები ვართ გარანტი ამ ქვეყანაში იმისა, რომ იქნება სტაბილურობა, მშვიდობიანად ჩაივლის არჩევნები და „ქართული ოცნება“ ყოველგვარი დიდი რყევების გარეშე მოსცილდება ხელისუფლებას. დღეს ამის გარანტი ვერ არის ხელისუფლება, მათგან მოდის დესტაბილიზაციის საფრთხე“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა