ირაკლი სესიაშვილი - არ შეიძლება სამხედროების პოლიტიკაში ჩართვა, კარგად გვახსოვს ჯაბა იოსელიანი და სხვები, ვინც სამხედრო ფორმებში განცხადებებს აკეთებდნენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სამხედროების ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, არ შეიძლება სამხედროების პოლიტიკაში ჩართვა, რადგან ეს ანგრევს სისტემას.

„ყველა ვხვდებით, რომ ამ განცხადებების უკან პირდაპირ თუ არაპირდაპირ დგას „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები. გული მწყდება, რომ ელემენტარულად ვერ ხდება იმ პრინციპების დაცვა, რაც აღიარებულია საერთაშორისო ნომრებით. არ შეიძლება სამხედროების და ფორმიანი ადამიანების პოლიტიკაში ჩართვა, ეს ანგრევს სისტემას. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ჯაბა იოსელიანი და სხვები, ვინც სამხედრო ფორმებში განცხადებებს აკეთებდნენ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ქმედება ჩაბარდა წარსულს. ამ ქმედებით, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ და ამას კამპანიური ხასიათი აქვს, კარგად ჩანს ჩვენი ოპონენტების დამოკიდებულება სახელმწიფოებრიობასთან. არ შეიძლება პოლიტიკური მიზნებისთვის ჩართო სამხედროები", - განაცხადა სესიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა