ფინანსთა მინისტრი - ბიუჯეტში წარმოდგენილია ახალი პროგრამა, რაც გულისხმობს 100 000 სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახებისთვის თითოეულ ბავშვზე 50- ლარიანი დახმარების გაცემას

„ბავშვებში სიღარიბის დონის შემცირების მიზნით, ბიუჯეტში წარმოდგენილია ახალი პროგრამა, რაც გულისხმობს 100 000 სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახებისთვის თითოეულ ბავშვზე 50- ლარიანი დახმარების გაცემას,“ - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის ინდექსის კვლევის მიხედვით, საქართველოში 5 წლის ასაკის ბავშვების სიმაღლისა და წონის ნორმები მნიშვნელოვნად ჩამორჩება მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს.

„მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის ინდექსის კვლევის ერთ-ერთი კომპონენტი იყო 5 წლამდე ბავშვების განვითარების მაჩვენებელი, რაც გულისხმობს ყოველი 1000 ბავშვიდან 5 წლის ასაკში რამდენი ბავშვი აკმაყოფილებს სიმაღლისა და წონის ნორმებს. ამ მაჩვენებლებში ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს. აღნიშნულის გათვალისწინებით და ბავშვებში სიღარიბის დონის შემცირების მიზნით, ბიუჯეტში წარმოდგენილია ახალი პროგრამა, რაც გულისხმობს 100 000 სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახებისთვის თითოეულ ბავშვზე 50- ლარიანი დახმარების გაცემას, მათ შორის გაორმაგდება დღეს არსებული 10- ლარიანი დახმარება და დამატებით გამოეყოფათ 30 ლარიანი ვაუჩერი, რომლის გამოყენებას შეძლებენ საკვები პროდუქტების შესაძენად,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს