მამუკა ბახტაძე - დღევანდელი დღე არის სიმბოლო ქართული ხასიათის, ქართველი ერის და ჩვენი რწმენის სიმტკიცის

დღევანდელი დღე არის სიმბოლო ქართული ხასიათის, ქართველი ერის და ჩვენი რწმენის სიმტკიცის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მეტეხის ხიდზე 100 ათასი მოიწამის ხსენებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

„ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში დღევანდელი დღე გახლავთ უაღრესად ტრაგიკული, მაგრამ ამავე დროს არის სიმბოლო ქართველი ერის სულის სიმტკიცის, ჩვენი რწმენის. 100 ათასმა ქართველმა სწორედ აქ თავი გასწირა თავისი სამშობლოსთვის, მიწისთვის. ჩვენი უწმინდესის და ქართული ეკლესიის ძალიან დიდი ღვაწლის შედეგად, მე ძალიან მიხარია, რომ ყველა ქართველი დღეს გრძნობს, თუ როგორი დიდი გმირების შთამომავლები ვართ ჩვენ. დღევანდელი დღე არის სიმბოლო ქართული ხასიათის, ქართველი ერის და ჩვენი რწმენის სიმტკიცის. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დღევანდელი დღის ორგანიზატორებს. დიდება ჩვენს თავდადებულ გმირებს და ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი“, - განაცადა მამუკა ბახტაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს