გერმანიის ელჩი -  საქართველოს მოქალაქეების მიერ გერმანიაში დანაშაულის ჩადენის რაოდენობამ იკლო, უნდა ვიეჭვოთ, რომ ამის უკან რაღაც ორგანიზებული იყო

საქართველოს მთავრობამ მიიღო ზომები გერმანიაში ქართველების მიერ დანაშაულის ჩადენის მიმართულებით და დანაშაულის რაოდენობამ მნიშვნელოვნად დაიკლო, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშიმ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის თემის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ნამდვილად არსებობდა დანაშაულის ზრდა გერმანიის კონკრეტულ ნაწილში.

„ჩვენ შეგვიძლია ვიეჭვოთ, რომ ამის უკან რაღაც ორგანიზებული იყო და ვიზალიბერალიზაცია ბოროტად იყო გამოყენებული. მე მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო ზომები ამ მიმართულებით და დანაშაულის რაოდენობამ მნიშვნელოვნად დაიკლო. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანიაში არ არსებობს რაიმე ექსტრაორდინალური პრობლემა, ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა“, - განაცხადა ელჩმა.

ის ასევე გამოეხმაურა თავშესაფრის მაძიებელ ქართველთა საკითხს და განაცხადა, რომ თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რიცხვი მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში გაიზარდა.

„ყოველ თვე ასობით ადამიანი ითხოვდა პოლიტიკურ თავშესაფარს. ასე რომ, ეს იყო მკვეთრი ზრდა. თავშესაფრის მოთხოვნაზე განცხადებას იკვლევს სასამართლო. თქვენ გაქვთ სასამართლო პროცედურის უფლება, მაგრამ ძალიან ცოტა შემთხვევაში მიანიჭეს თავშესაფარი მათ მაძიებლებს. ეს იმიტომ მოხდა, რომ ვითარება საქართველოში ისეთია, რომ არ არსებობს მიზეზი, რომ მისმა მოქალაქეებმა პოლიტიკური თავშესაფარი ეძებონ გერმანიაში. ვფიქრობ, რომ ქართველებს ეს ესმით, საქართველოს მთავრობა გვეხმარება ვითარების ახსნაში, მედიაც გვეხმარება. ასე რომ, თავშესაფარი უბრალოდ არ არის გერმანიაში წასვლის მიზეზი, არსებობს სხვა, უკეთესი, კანონიერი გზები ამისათვის“, - აღნიშნა ელჩმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა