გერმანიის ელჩი - ქართველები მეგობრული და კეთილი გულის ხალხია და დარწმუნებული ვარ, ეს ღირსებები პოლიტიკასაც მოერგება

არჩევნების პირველმა ტურმა ძალიან დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა, ვიმედოვნებ, რომ ეს ატმოსფერო განეიტრალდება დარჩენილი კამპანიის მსვლელობისას ან არჩევნების შემდეგ, - ასე შეაფასა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშიმ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის თემის“ ეთერში, საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და საარჩევნო გარემო.

„საქართველოს ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნების კარგი, ძალიან კონკურენტული პირველი ტური. ვფიქრობ, რომ ეს კარგის ნიშანია, როცა არჩევნები კონკურენტულია და მიღებული ხმების კუთხით არსებობს სიახლოვე კანდიდატებს შორის. მაგრამ არჩევნების ამ ტურმა ძალიან დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა, სხვადასხვა მხარეების მიერ ურთიერთბრალდებების ატმოსფეროში და ვიმედოვნებ, რომ ეს ატმოსფერო განეიტრალდება დარჩენილი კამპანიის მსვლელობისას ან არჩევნების შემდეგ. მმართველი პარტია, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მედია - ყველანი დემოკრატიული პროცესის ნაწილები არიან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობოდნენ და აფასებდნენ დემოკრატიული თამაშის წესებს. დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ ქართველები მეგობრული და კეთილი გულის ხალხია და ეს ღირსებები პოლიტიკასაც მოერგება“, - განაცხადა ელჩმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს