ლევან დავითაშვილი - სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტების დაფინანსება მომავალ წელსაც გაგრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრებს გეგმავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პირველი ასეთი შეხვედრა შიდა ქართლში, ქალაქ გორში გაიმართა, სადაც მინისტრი 300-მდე ფერმერს შეხვდა. მათი ინფორმაციით, მინისტრმა ფერმერებს 2018 წელს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლოდ არსებულ გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა ბოლო წლებში სოფლის მეურნეობაში არსებულ წინსვლასა და სამინისტროს მიერ განხორციელებულ პოლიტიკას.

„როგორც ცნობილია, ბიუჯეტი 35 მილიონი ლარით არის გაზრდილი, აქედან ძირითადი ნაწილი მიმართული იქნება ერთიანი აგროპროექტების დაფინანსებაზე. დღეს შეხვედრა გვქონდა შიდა ქართლში, მაგრამ სამინისტროს დაგეგმილი აქვს საქართველოს ფაქტობრივად ყველა რეგიონში ჩასვლა, რათა ფერმერებს ვესაუბროთ და მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორც არსებული პროექტების შედეგებზე, ასევე იმ ახალ ინიციატივებზე, რომელიც მომავლ წელს არის გათვალისწინებული“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ფერმერებთან შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის მუდმივი კონტაქტი ხორციელდება. „სოფლის მეურნეობა პროგრესირებადი დარგია და საკმაოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ფერმერებთან მუდმივი კონტაქტი, რათა ის პროექტები, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, მორგებული იყოს საჭიროებებს და პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მომავალ წლიდან კვლავ აგრძელებს სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსებას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

შეხვედრა ქალაქ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში გაიმართა და მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და მხარის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს