ივანე მაჭავარიანი ირმა ნადირაშვილს - თქვენი წარმოდგენა არის გადაჭარბებული, რომ ხარჯები ხმარდება გართობასა და ჭამა-სმას

თქვენი წარმოდგენა არის გადაჭარბებული, რომ ხარჯები ხმარდება გართობას, ჭამა-სმას და ა.შ., - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა უმცირესობის დეპუტატ ირმა ნადირაშვილის შეკითხვას, როგორ ბედავს მთავრობა დღეში 27 ათასის დახარჯვას წარმომადგენლობით ხარჯებზე, როცა ქვეყანაში ძალიან ბევრი ღარიბი ბავშვია.

“წარმომადგენლობით ხარჯებს რაც შეეხება, აღნიშნული ხარჯების უმეტესი ნაწილი დაკავშირებულია იმ სერიოზულ ღონისძიებებთან, რომელიც საქართველოში ჩატარდა. წელს იყო მაგალითად „ოისიდის“ ღონისძიება. ჩვენი შენატანი რაც არის, ორჯერ მეტს ხარჯავენ ის ორგანიზაციები, როცა ეს ივენთები ეწყობა. შესაბამისად, აქ თქვენი წარმოდგენა არის გადაჭარბებული, რომ ეს ხმარდება გართობას, ჭამა-სმას და ა.შ. შეგიძლიათ, უფრო მეტად ჩაიხედოთ დეტალებში. საკმაოდ დაბალია ეს ხარჯები“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს