ირაკლი კოვზანაძე - საბანკო რეგულაციები აუცილებელია - სესხი უნდა დაიფაროს მსესხებლის შემოსავლიდან და სესხი უნდა იყოს აღებული იმ ვალუტაში, რომელშიც არის შემოსავალი

საბანკო რეგულაციები აუცილებელია - სესხი უნდა დაიფაროს მსესხებლის შემოსავლიდან და სესხი უნდა იყოს აღებული იმ ვალუტაში, რომელშიც არის შემოსავალი, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, საბანკო რეგულაციების ამოქმედების ვადას ცენტრალური ბანკი გადაწყვეტს, რომელიც საკუთარ საქმიანობაში დამოუკიდებელია.

“საკითხი ეხება ჭარბვალიანობას და პრობლემას, რომელიც აკუმულირებულია საბანკო სექტორში. რეგულაცია ამ სექტორში აუცილებელია და ფორმულა უნდა იყოს ასეთი: - ყველა მსესხებელი სესხს უნდა მოემსახუროს საკუთარი შემოსავლებით. სხვა სიტყვებით რომ გითხრათ, მსესხებელი სესხს უნდა მოემსახუროს ლიკვიდური აქტივებით. მსესხებელი არ უნდა იყოს ვალდებული, რომ სესხის მომსახურებისთვის თავისი უკანასკენლი საცხოვრებელი გაყიდოს“, - განაცხადა კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სესიაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა წარადგინა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს