ივანე მაჭავარიანი - ღმერთმა არ ქნას, რომ თქვენ მოხვიდეთ ამ პოპულიზმით  ხელისუფლებაში

თქვენ თუ იმ ხაზს გაატრებთ, რომ „ოცნებაა“ რადიკალური და „ნაცინალური მოძრაობა“ ზომიერი, ამას ვინ დაიჯერებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის სხდომაზე ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა.

„შეიძლება იყო ერთ-ორი რეპლიკა აქეთ მხარესაც, მაგრამ სინამდვილეში რადიკალიზმის ხარისხი დარდება? ეს რადიკალური პოპულიზმი არის ის, რაც არის ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელი აქ კი არა, ჩვენზე ბევრად კარგ ქვეყნებში და აქ სულ დააქცევს. ღმერთმა არ ქნას, რომ ჩვენ გავითვალისწინოთ ეს იმიტომ, რომ ხელისუფლება შევინარჩუნოთ და ღმერთმა არ ქნას, რომ თქვენ მოხვიდეთ ამით ხელისუფლებაში. რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაანგრევს ამ ქვეყანას?! 400-ლარიანი პენსიის და სხვა მსგავსი პოპულისტური განცხადებების გაკეთება არ შეიძლება“, - მიმართა მაჭავარიანმა ოპოზიციას.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი