ანგელა მერკელი ევროპული არმიის შექმნის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის იდეას მხარს უჭერს

ევროპა უნდა მოძრაობდეს ნამდვილი ევროპული არმიის შექმნისკენ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მხოლოდ ძლიერ ევროპას შეუძლია დაიცვას თავისი ფასეულობები.

„დრო, როდესაც სხვებზე ვიყავით დამოკიდებული, გავიდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც ევროპელებმა, საკუთარ ხელში უნდა ავიღოთ ჩვენივე ბედი. ერთხელაც ნამდვილი ევროპული არმიის შექმნის ხედვებზე უნდა ვიმუშაოთ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. მისივე თქმით, ეს იდეა ნატოს წინააღმდეგ არ არის მიმართული და ევროპული არმია შეიძლება გახდეს ალიანსის კარგი დამატება.

ცნობილია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დღეს რუსეთისა და ამერიკისგან ევროპის დასაცავად, „ნამდვილი ევროპული არმიის“ შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონის აღნიშნული იდეა „ტვიტერის“ პირად გვერდზე გააკრიტიკა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის