ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონია

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ნუგზარ წურწუმიამ (55 კილოგრამ წონითი კატეგორია) წარმატებას მიაღწია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხობის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ხობელმა ფალავანმა ფინალურ შეხვედრაში, რუსეთის წარმომადგენელი ვიტალი კაბალოევი 3:2 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ კულტურის სახლის მცირე დარბაზში მოწყობილ დიდ ეკრანზე ნუგზარ წურწუმიას ჭიდაობას მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ხობელ გულშემატკივრებთან ერთად ადევნებდა თვალს. „ხობის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ხობელ ფალავანს საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებულ ამ დიდ წარმატებას“, - აცხადებენ მერიაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს