დავით სერგეენკო - ლუგარის ცენტრზე საინფორმაციო შეტევა რამდენჯერმე იყო, რადგანაც ეს პოტენციალი ბევრ ჩვენს მეზობელს მოსვენებას არ აძლევს

ლუგარის ცენტრზე რამდენჯერმე იყო საინფორმაციო შეტევა, რადგანაც ეს პოტენციალი ბევრ ჩვენს მეზობელს მოსვენებას არ აძლევს, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც "გაერო-ს კონვენციის შესაბამისობის და გამჭვირვალობის კოლეგიალური სავარჯიშო" გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებს 23 დელეგატი 17 ქვეყნიდან.

"ამ მისიის აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ანალოგიური შეფასებითი მისიები შარშან მაროკოში, შარშანწინ გერმანიაში იმყოფებოდნენ და დღეს საქართველოში, ლუგარის ცენტრში ტარდება. ეს მნიშვნელოვანი აქტივობაა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდეს, რაც ჩვენ კარგად ვიცით - გამჭვირვალობა და საერთაშორისო კონვენციასთან შესაბამისობა. ლუგარის ცენტრზე რამდენჯერმე იყო საინფორმაციო შეტევა, რადგანაც ეს პოტენციალი ბევრ ჩვენს მეზობელს მოსვენებას არ აძლევს, თუმცა შედარებით ნეგატიური სიახლე იყო ლუგარის ცენტრთან c ჰეპატიტის დაკავშირება, რაც აბსურდულია. BBC- ის ჟურნალისტური გამოძიებით, ჟურნალისტებს მიეცათ საშუალება, რომ მარია ზახაროვას და იგორ გიორგაძეს გასაუბრებოდნენ. ჟურნალისტებმა მათ ჰკითხეს, თუნდაც ერთი მტკიცებულება წარმოედგინათ იმაზე, რომ აქ რაიმე საფრთხის შემცველი ხდება. მათ თქვეს, რომ არც ერთი მტკიცებულება არ აქვთ, თუმცა მათივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ მტკიცებულებები ბუნებაში არ არსებობს და საქართველოს მხარემ უნდა ამტკიცოს თავის სიმართლე. თავისთავად ცხადია, ასეთი მიდგომის ტენდენციურობა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და მონაწილეები ქვეყნებიდან: ავსტრია, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ერაყი, უნგრეთი, იტალია, კამერუნი, კოლუმბია, მალაიზია, მალი, მიანმარი, მონტენეგრო, ყაზახეთი, ჩილე, უგანდა.

გაერო-ს ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღია აკრძალვის კონვენციას (BWC) საქართველო მიერთებულია 1996 წლის 22 მაისიდან. როგორც კონვენციის წევრი სახელმწიფო, საქართველო ანგარიშვალდებულია BWC კონვენციის მოთხოვნების ფარგლებში წარადგინოს ნდობის განმტკიცების შესაბამისობის ფორმა, რომელიც წევრი სახელმწიფოების მიერ ბიოლოგიური მიმართულებით ქვეყნის შესაძლებლობებს და საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს.

საქართველომ 2018 წლის აგვისტოში BWC ექსპერტთა შეხვედრაზე ოფიციალურად განაცხადა მზაობა, რომ გაერო-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს ლუგარის ლაბორატორიაში უმასპინძლოს. დღეს 17 ქვეყნიდან ჩამოსულმა დელეგატებმა ლუგარის ლაბორატორია დაათვალიერეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა