მარიამ ჯაში - აბსოლუტურად რეალურია, რომ 2020 წლისთვის საქართველომ მიაღწიოს C ჰეპატიტის ელიმინაციას

„აბსოლუტურად რეალურია, რომ 2020 წლისთვის საქართველომ მიაღწიოს C ჰეპატიტის ელიმინაციას,“ - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება. მისი თქმით, ამ დროისთვის მკურნალობა დაასრულა 50 000-მა პაციენტმა და მათი 98% განკურნებულია. შესაბამისად, როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, სრულიად რეალურია, რომ 2 წელიწადში C ჰეპატიტის პრობლემის ელიმინაცია ეროვნულ დონეზე მოახერხოს.

„სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები ყველაზე უპრეცედენტო პროექტშიც ეძებენ კრიტიკას. მთავარი კითხვაა, შეძლებს თუ არა საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციას 2020 წლისთვის. მოგეხსენებათ, რომ 2015 წელს დაიწყო სოვალდის პროგრამა 10 000 პაციენტისთვის და წელიწად-ნახევარში პროგრამა სრულად გაფართოვდა ყველა სტადიის მქონე პაციენტის ჩასართავად უკვე ჰარვონის კომპონენტის დამატებით. დღეისთვის ტესტირებულია უკვე მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი და მკურნალობა გაიარა 50 000-მდე პაციენტმა. მათი 98% განკურნებულია. პროგრამის პირველ ფაზაში ტესტირება გაიარა ჩვენი მოსახლეობის 40%-მა, ტესტირების შემდგომ მკურნალობა დაასრულა 50 000-მა ადამიანმა, რომელიც სავარაუდო სამიზნე პოპულაციის 1/3-ს შეადგენს. ჩვენ წინ გვაქვს 2 წელიწადზე მეტი და აბსოლუტურად რეალურია, რომ 2020 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი სრული გაფართოების პირობებში საქართველომ მიაღწიოს ელიმინაციას და გახდეს მსოფლიოში პირველი პროგრამა, რომელიც ეროვნულ დონეზე მოახერხებს ც ჰეპატიტის პრობლემის აღმოფხვრას. ყველაზე პესიმისტურ სცენარშიც კი მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო მსოფლიოში ყველაზე ახლოს იქნება ელიმინაციის ამოცანასთან,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე