ირაკლი კობახიძე -  ვნახეთ Edison Research-ის კვლევის შედეგები პირველ ტურშიც, რომელიც მთლიანად აცდა არჩევნების შედეგებს

Edison Research-ი მოიკითხეთ, რომელმაც ორჯერ დადო გაყალბებული კვლევის შედეგები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ Edison Research -ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნულმა ორგანიზაციამ კვლევა ორჯერ ჩაატარა, რიმლის შედეგებიც არჩევნების შედეგებს მთლიანად აცდა.

„ჩვენ ვნახეთ Edison Research-ის კვლევის შედეგები პირველ ტურშიც. კვლევის შედეგები ორივე შემთხვევაში მთლიანად აცდა არჩევნების შედეგებს. რაც შეეხება მეორე ტურს, შედეგებს ვიხილავთ ერთად, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაცია ოფიციალურ შედეგებს გამოაქვეყნებს. ნახავთ, რა იქნება, როგორ იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია ამომრჩეველსა და მის აქტიურობაზე. მინდა, ამომრჩეველს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოვუწოდო“, - განაცხადა კობახიძემ.

Edison Research-მა „რუსთავი 2"-ის დაკვეთით მორიგი კვლევა ჩაატარა. „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სულ 2 ათასი ამომრჩეველი გამოიკითხა.

კითხვაზე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? სრული ალოკაციის შედეგად, შედეგები ასე გადანაწილდა: გრიგოლ ვაშაძე - 56%; სალომე ზურაბიშვილი - 44%.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს