დავით სერგეენკო - ჩვენ მოვისმინეთ ევროპარლამენტის შეფასება, რომ ვალდებულებები შესანიშნავად სრულდება

ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა და ამის დასტურად არა მარტო პოლიტიკური მხარდაჭერაა, არამედ, არის მზადყოფნა, ფინანსური მხარდაჭერაც აღმოუჩნოს მას, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის ანგარიშის შეფასებისას განუცხადა.

როგორც სერგეენკომ განაცხადა, ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველოს ევროპული ორიენტაცია საბოლოოდ განმტკიცდეს.

„ევროპარლამენტი ძალიან მჭიდრო მონიტორინგს ახორციელებს იმ ვალდებულებების შესრულების თაობაზე, რომელიც საქართველომ აიღო ევროასოცირების გზაზე. ეს არის ასეულობით კონკრეტული ამოცანა, რომელსაც აქვს კონკრეტული შესრულების ინდიკატორები. ჩვენ მოვისმინეთ ევროპარლამენტის შეფასება, რომ ვალდებულებები შესანიშნავად სრულდება. ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა და ამის დასტურად, არა მარტო პოლიტიკური მხარდაჭერაა, არამედ, არის მზადყოფნა, ფინანსური მხარდაჭერაც აღმოუჩინოს საქართველოს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ევროპული ორიენტაცია საბოლოოდ იყოს განმტკიცებული“, - განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება კორუფციას, როგორც სერგეენკო აცხადებს, ევროპაში არსებობს სპეციალური სამსახური, რომელიც სწავლობს კორუფციის გამოვლინებებს, მათ შორის ჯანდაცვის სისტემაში.

„ანტიკორუფციული სამსახური უკვე არსებობს. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ევროპაში არსებობს სპეციალური სამსახური, რომელიც სწავლობს კორუფციის გამოვლინებებს ჯანდაცვაში და ისინი ჩვენს ჯანდაცვის სისტემასაც სისტემატურად სწავლობენ. თუ ვინმე ნახავს წლევანდელ დასკვნას, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, რეკომენდაციები მთლიანად პოზიტიურად იყო შეფასებული და ამ მოყვანილი რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე შესრულებულია“, - განაცხადა სერგეენკომ.

მან ასევე ევროპარლამენტში გაკეთებული სხვა განცხადებებიც შეფასა.

„ევროპარლამენტის ტრიბუნა მაღალი ტრიბუნაა და იქ გაჟღერებულ გზავნილებს პოლიტიკური წონა ექნება. რაც შეეხება იმას, რომ შეიძლება თუ არა საბჭოთა დიპლომატი იყოს საქართველოს პრეზიდენტი, მე ამაზე ცალსახა წარმოდგენა მაქვს, რაც პირველ ტურშიც დავაფიქსირე და მეორეშიც დავაფიქსირებ.

რაც შეეხება ქალი კანდიდატის მიმართ ძალადობას, ძალადობრივ გამონათქვამებს, ეს არა თუ პოლიტიკურად, არამედ საზოგადოებრივად და ადამიანურადაც მიუღებელია", - განაცხადა სერგეენკომ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს