ზურაბ ჭიაბერაშვილი „ქართულ ოცნებას“ - პრინციპული გაუმჯობესება თქვენი ხელისუფლების ფარგლებში ვერ მოხდება

პრინციპული გაუმჯობესება თქვენი ხელისუფლების ფარგლებში ვერ მოხდება - აქ ვდაობთ იმაზე, რომ ვიდრე ხელისუფლებაში ხართ, ცოტა მეტი სარგებელი გამოგგლიჯოთ ხელიდან ქართველმა ხალხმა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც 2019 წლის ბიუჯეტს განიხილავენ.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქვეყანაში სიღარიბის მატებასა და ხელისუფლების უმოქმედობაზე ისაუბრა.

„მთავარი კითხვა, რას უშვებით სიღარიბეს, პასუხგაუცემელია. თქვენ ყოველთვის ამბობდით, რომ როდესაც ვითხოვთ პენსიის ზრდას, სად ვიპოვოთ ფინანსებიო. არჩევნების პირველი ტური რომ წააგეთ, იპოვეთ თუ არა დაუყოვნებლივ თუნდაც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის კვების ვაუჩერის ფული? გაიძულათ თუ არა ამომრჩეველმა? მინდა გითხრათ რომ მეორე ტურის შემდეგაც გაიძულებენ.

დღეს ბიუჯეტზე რომ ვსაუბრობთ, ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი დაგათმობინოთ ხალხისთვის. როდესაც პენსიის ზრდაზე საუბრობთ, მე შევხვდი შშმ პირების ნაწილს და მითხრეს, რომ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია 20 ლარით მატება, მაგრამ ისინი შეურაცხყოფილნი არიან, რომ ამდენი წლის განმავლობაში საუბარია სოციალურ მოდელზე გადასვლაზე, თუმცა სახელმწიფომ ამას ვერ მოაბა თავი.

სოციალურად დაუცველთა დასაქმებაზე საუბრობთ და არც ერთმა გაიხსენეთ პენსიონერების დასაქმებაზე რომ საუბრობდით. პრინციპული გაუმჯობესება თქვენი ხელისუფლების ფარგლებში ვერ მოხდება“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ