გიორგი გახარია აშშ-ს  ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი გახარიასთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გიორგი გახარიამ ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. მინისტრმა გახარიამ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში.

გიორგი გახარიამ როს უილსონს სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო.

როს უილსონმა ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებულის მოვალეობის შესრულება 2018 წლის 8 ნოემბერს დაიწყო.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს