მიხეილ ბატიაშვილი  ევროპარლამენტის ანგარიშზე - სანიმუშო ქვეყნის შეფასება მივიღეთ

სანიმუშო ქვეყნის შეფასება მივიღეთ, ასევე, ნოემბრის ბოლოს გასამართ შეხვედრებზეც იქნება საუბარი, რომ საქართველო დგას მართლაც სწორ გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ევროპარლამენტის ანგარიშის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბატიაშვილი აცხადებს, ამ ანგარიშით ყველა ოპონენტს გაეცა პასუხი, რაც საქართველოში დემოკრატიის ხარისხის აღმნიშვნელია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტის განცხადება. ვფიქრობ, ყველა ოპონენტს ამით გაეცა პასუხი, რაც ნიშნავს საქართველოში დემოკრატიის ხარისხს. ყველაზე მნიშვნელოვანია კორუფციის მიმართულებით განცხადება, რომლის მიხედვითაც, საქართველო არა მარტო რეგიონში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი უსწრებს. ვფიქრობთ, მთლიანობაში ეს შეფასება არის ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც ბოლო პერიოდში ჩნდებოდა. ვფიქრობ, ეს არის მთავრობის შეფასება წლების განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების. 21 ნოემბერს იგეგმება შეხვედრები ევროკომისიის წარმომადგენლებთან, სადაც ვფიქრობთ, შემდგომ ნაბიჯებზე იქნება საუბარი. მთლიანობაში, ვფიქრობთ, რომ როგორც ამ შემთხვევაში მივიღეთ სანიმუშო ქვეყნის შეფასება, ასევე, ნოემბრის ბოლოს გასამართ შეხვედრებზეც იქნება საუბარი, რომ საქართველო დგას მართლაც სწორ გზაზე, საქართველო სწორად განვითარდება“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის მიერ გაკეთებული განცხადება საბჭოთა წარსულის მქონე პირის არჩევასთან დაკავშირებთ, გასათვალისწინებელია.

„საბჭოთა წარსული საკმაოდ მძიმე წარსულია, ამას ყველა ვაცნობიერებთ. ეს არის წარსული, რომელიც სამწუხაროდ, დღესაც მოგვყვება. ეს ის დაღია, რომელიც თავისთავად რაღაც გავლენას, ალბათ, ახდენს. განცხადებები, რომელიც კეთდება ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადღებამისაქცევია. როდესაც ჩვენი კოლეგები რისკებს ხედავენ, უნდა გავითვალისწინოთ“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს