მიხეილ ბატიაშვილი - საქართველოს ახლა სჭირდება მშვიდი და სწრაფი განვითარება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, საზოგადოება დაღლილია არეულობისგან

შიდა დაპირისპირება, შიდა ექსცესების მოწყობა შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს პროცესთან, რომელიც ქვეყნის განვითარებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, საქართველო ექსცესური მდგომარეობიდან რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვიდეს.

„ბევრჯერ გვაჩვენა კვლევებმა, რომ შედეგები კითხვებს აჩენდა. ამიტომ, დაველოდოთ შედეგებს. ვფიქრობ, არჩევნების შედეგები იქნება სწორედ დასავლური არჩევანი, დემოკრატიის არჩევანი, იქნება არჩევანი სიმშვიდისკენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ახლა სჭირდება მშვიდი და სწრაფი განვითარება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საზოგადოება დაღლილია არეულობისგან. ექსცესური მდგომარეობიდან რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვიდეთ და მთავარი რაც არის, გასაგრძელებლია რეფორმების გზა. ახლა მთავარია, მშვიდ ვითარებაში ქვეყნის განვითარება. არავის სჭირდება დაძაბულობა, ამას ყველა უნდა ვაცნობიერებდეთ და პასუხისმგებლობით ვეკიდებოდეთ. გვჭირდება ქვეყნის განვითარება. იმდენ რისკებთან არის დაკავშირებული, იგივე გეოპოლიტიკურ რისკებთან, რომ შიდა დაპირისპირება, შიდა ექსცესების მოწყობა დაკავშირებული შესაძლებელია იყოს პროცესთან, რომელიც ქვეყნის განვითარებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

არეულობას არ ველოდებით, ვფიქრობთ, რომ ყველაფერი მშვიდ ვითარებაში ჩაივლის“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს